20:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 21:15:59, 881 ნახვა

ცესკო-ს ბოლო მონაცემები ცნობილია - „ქართული ოცნება“ 48.15%, „ენმ“ 27.14%

3 847 უბანზე ხმების დათვლის პროცესი დასრულდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა გუნდმა არჩევნებში 48.15% აიღო, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ 27.14%.

მათივე ინფორმაციით, სხვა პარტიებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა -  „ევროპული საქართველო“ - 3.78%, „პატრიოტთა ალიანსი" - 3.14% , „სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15% , „ლელო“ - 3.16% , “გირჩი“ – 2.89% , „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.33 % , ლეიბორისტული პარტია" – 1%.

ცესკოს მონაცემებით, თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური ჩატარდება, რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეორე ტური ჩატარდება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ოლქშიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე საარჩევნო მოდელით ჩატარდა, რომლის მიხედვითად პარლამენტის 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით შეირჩევა. პარლამენტში შესვლას კი ის პარტიები შეძლებენ, რომლებიც 1%-იან ზღვარს გადალახავენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics