14:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 15:43:16, 1703 ნახვა

კომენტარი
ოცნების დეპუტატი მათიკაშვილი - ასაკი, მცირეწლოვანი შვილები ან პროფესია რაიმე ფორმით და რაიმე სახით წინაპირობა არ არის. ჩადენილი დანაშაულისთვის

ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობას თუკი გადაწყვეტ, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც 4 ოქტომბრის აქციაზე მივიდა, თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იყო იმ მიზნების შესახებ, რა მიზანიც ამ აქციას ჰქონდა.

„დანაშაულის ჩადენის პროფესია და ასაკი ჭრილში ინდულგენცია ვერ იქნება. პასაჟია, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ვიღაცას რაღაც სჭირს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩვენი ქვეყანა მოწოდებულია, რომ ჯანმრთელობის კუთხით დაეხმაროს ყველას – დამნაშავეს თუ არადამნაშავეს, მაგრამ ასაკი, მცირეწლოვანი შვილები ან პროფესია რაიმე ფორმით და რაიმე სახით წინაპირობა არ არის. ჩადენილი დანაშაულისთვის, ძალადობისთვის, კარგად ცნობილი სცენარისა და საქართველოს დამხობისთვის პასუხი ყველას მოეთხოვება. თუკი გადაწყვეტ, რომ გქონდეს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი აგო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics