14:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 16:24:33, 1862 ნახვა

კომენტარი
ბურჭულაძე - წავიკითხავთ ქართველი ხალხის დეკლარაციას და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება

თბილისში დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას“.

როგორც მან ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს შენობასთან უთხრა, „აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“.

„ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია. ვუყურებდი ახლა ბევრი საპოლიციო ძალა იყო იქით და აქეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: აცდენენ ამ ბიჭებს და ქვეყნის მოღალატეების მხარეს აყენებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენზე ხელს არ აწევენ. ვინც აწევს, ის ინანებს“, - თქვა პაატა ბურჭულაძემ.

დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დაგეგმილ დემონსტრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვას, მიიღებენ ამაზე პასუხს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics