14:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 17:04:06, 867 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყურადღებით ვუსმენთ, თუმცა ჩვენსასაც თუ მოისმენს, კარგი იქნება

"სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ, თუმცა, ჩვენსასაც თუ მოისმენს, კარგი იქნება",-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ომბუდსმენის რეკომენდაციის კომენტირებისას  განუცხადა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში არის სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, რომელიც ბავშვთა საქმეე  მონიტორინგს ახორციელებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში არის სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ბავშვთა საქმეზე და ამ მხრივ, რაიმე ტრაგიკული ცვლილებების ჩატარება  საჭირო არაა. სახალხო დამცველის რეკომენდაციებს  ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ, თუმცა ჩვენსასაც თუ მოისმენს, კარგი იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ  სოციალური მუშაკების საქმიანობა გადაიხედოს, რათა ბავშვთა სახლებში ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოირიცხოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics