|
2015-05-24 12:55:50, 703 ნახვა
სამხედრო
26 მაისს რუსთაველის გამზირზე ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც იქნებიან წარმოდგენილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. “ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დღეს მთავრდება. დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ გენერალს, რომლის უზარმაზარი დამსახურებაა ამ ტრენინგის წარმატება. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა “Noble Partner“-ის გაგრძელების შესახებ. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს სწავლება მომავალ წლებში და ბევრი ახალი ინოვაციური იდეა აქვს მასაც, ქართველ გენშტაბის უფროსსაც და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც იქნებიან წარმოდგენილი. " ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის წარმატებაზე. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის, რომელსაც ყოველი თქვენგანი და მთელი საქართველო 26 მაისს იხილავს, იქნებიან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველ სამხედროებთან ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილი. ეს არის ნიშანი და დასტური ჩვენი თანამშრომლობის, მეგობრობის, პარტნიორობის და მხარდაჭერის, რომელსაც ამ ორი ათეული წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან“- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)