23:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 14:06:35, 750 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ ხდება

„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და დასწრებაზე  ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ ხდება“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მთავრობის მხრიდან ერთიანი პროტოკოლური შეთანხმება მოხდება.

„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და  ერთპიროვნული გადაწყვეტილება დასწრებაზე არ ხდება. ვფიქრობ იქნება ერთიანი პროტოკოლური შეთანხმება მთავრობის მხრიდან და მოვიქცევით შესაბამისი პროტოკოლური შეთანხმების მიხედვით“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics