|
2023-08-13 16:42:30, 1600 ნახვა
სამხედრო
მუხროვანის ბაზაზე სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა
საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა. კურსდამთავრებულებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და სერტიფიკატები და სამხრე ნიშნები „სნაიპერი“ გადასცა. თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები ამზადებდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითგადარჩენის, დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების, მაღალმთიან რეგიონში სროლის ტექნიკის უნარ-ჩვევები განავითარეს და დავალებები თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს. ყოველწლიური გეგმიური სწავლება თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სნაიპერებად მომზადება-ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)