13:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-07 10:54:02, 856 ნახვა

სამართალი
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეებს: 1951 წელს დაბადებულ მედეა ხ-ს და 1991 წელს დაბადებულ გიორგი ხ-ს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის ნოემბრის თვეში მედეა ხ-მ ლიტვის საელჩოში წარსადგენად ყალბი ოფიციალური დოკუმენტები დაუმზადა და გადასცა თავის შვილიშვილს - გიორგი ხ-ს.

გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების და გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics