21:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 18:19:22, 690 ნახვა

სხვადასხვა
არჩილ ყარაულაშვილმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

შემფასებელთა ჯგუფი  საქართველოს  ეწვია თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, არსებული პარტნიორობის მიზნების გადახედვასა და განახლების თაობაზე კონსულტაციების წარმართვის მიზნით.

ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს, ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის ერთეულის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის უფროსი, პოლ სავერო ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების ამბიციურობასა და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში, ქართულ მხარეს ნატოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთანავე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების მიმდინარეობა და მოლოდინები, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. 

თავის მხრივ, არჩილ ყარაულაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მექანიზმების - ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამისა და არსებითი პაკეტის ეფექტიანად გამოყენების თაობაზე,  ზოგადად მიმოიხილა წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics