14:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 16:09:39, 709 ნახვა

რეგიონი
ადიგენში მუსლიმების და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება

ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე მიღწეულია.

მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სოფელში სასაფლაო, ორი დამოუკიდებელი შესასვლელით გაკეთდება.

სოფელში, სადაო მიწაზე ერთად როგორც მუსლიმი, ასევე მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ადგილზე სასულიერო პირები, გამგებელი და გუბერნატორი იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტზე, რომელიც სადაო სასაფლაოს გამო მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე, ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირისპირება არ ყოფილა.

ცნობისთვის, პრობლემა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს სოფელ ადიგენში გასულ წელს მაშინ შეექმნათ, როდესაც ერთ-ერთი მუსლიმი გარდაიცვალა და მის ოჯახს მართლმადიდებლების სასაფლაოზე მისი დაკრძალვის უფლება ადგილობრივებმა არ მისცეს, რის შემდეგაც ოჯახმა ის მეზობელ სოფელში, ნათესავების სასაფლაოზე დაკრძალა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ კონფლიქრი აღარ მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics