20:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 13:23:49, 504 ნახვა

რეგიონი
პროგრამის - “სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის, “სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს.

"პროექტი წელს მეხუთედ წარმატებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი ყოველ წლიურად მზარდია. შპს “აჭარისწყალი  ჯორჯიას“ თანადაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 40 000 ლარია.

პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა.  ბოლო ეტაპზე 4 გამარჯვებული გამოვლინდა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ღონისძიებას, მერის მოადგილეები, რუსუდან შავაძე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე, ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში თამილა ფუტკარაძე, შპს “აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები ნინო დიასამიძე და ჯამბულ წულუკიძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics