13:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 00:32:12, 2510 ნახვა

Lifestyle
ლეგენდარულმა Pink Floyd-მა ანდრეი ხლევნიუკთან ერთად სიმღერა უკრაინის მხარდასაჭერად ჩაწერეს - ვიდეო

საკულტო ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის ვოკალისტმა და გიტარისტმა დევიდ გილმურმა YouTube-ზე გამოაქვეყნა სიმღერა, რომელიც ჩაწერილია უკრაინული ჯგუფის Boombox-ის ფრონტმენთან, ანდრეი ხლევნიუკთან ერთად.

სიმღერას ჰქვია Hey Hey Rise Up და ეძღვნება უკრაინის ომს. ეს არის პინკ ფლოიდის პირველი ორიგინალური სიმღერა 1994 წლის Division Bell-ის შემდეგ.

გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში მათ განაცხადეს, რომ ხელახლა ქმნიდნენ ჯგუფს ომის შესაჩერებლად. შემდეგ გილმურმა თქვა, რომ მან ნახა ხლევნიუკის ინსტაგრამის პოსტი თოფით კიევის აია სოფიაში.

”ძალიან რთული და შემაშფოთებელია ამის ყურება - წარმოუდგენლად გიჟური, უსამართლო თავდასხმა დიდი ძალის მიერ დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ”, - თქვა მან.

გილმორის თქმით, მას უკრაინაში მცხოვრები ნათესავები ჰყავს და კარგად ესმის ამ ქვეყნის ტკივილი და ტანჯვა.

სიმღერის გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინელებს, რომლებმაც ომის გამო სახლები დაკარგეს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics