2015-01-23 21:06:22, 363 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. მეტრომშენის სადავო კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული
თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე ე.წ. მეტრომშენის სადავო კორპუსიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს ასახლებენ.
როგორც თბილისის ზღვის უბნის მაცხოვრებლები "ექსპრესნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ქალბატონს სახლში ბინის მეპატრონე შეუვარდა და საცხოვრებელი ფართის დატოვება მოსთხოვა.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მას ბინა ჯერ არ დაუტოვებია, ვითარება კი, საკმაოდ დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან