14:15 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 13:15:13, 13910 ნახვა

High - Tech
Michelin საბურავების რევოლუციას ახდენს

Michelin ამ წელს ახალ ბორბლებს, სახელწოდებით Visionary წარადგენს. ეს სიახლე ჩვენს ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი-ახალ საბურავებს შიდა ჰაერის კამერა არ გააჩნია. საბურავი მთლიანად კომპოზიტური მასალებისგან შედგება, რომელსაც სპეციალურ 3D პრინტერზე ბეჭდავენ. ბორბლის კონსტრუქცია ერთი შეხედვით მონოლითურია, მაგრამ შიგნით ის 4 სახეობის და სიმტკიცის ხარისხის პოლიმერისგან შედგება-ბორბლის ცენტრი ყველაზე მყისიერია და მასალა თანაბრად გადადის უფრო რბილში.


საბურავები  Michelin-ისა და   General Motors-ის ერთობლივი პროექტია, რომლითაც კომპანიები ამაყობენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "ბორბლების რევოლუციამდე არც ისე დიდი დრო დარჩა". 
ახალი ბორბლების დამზადების ტექნოლოგიას Uptis-ი (Unique Puncture-proof Tire System)  დაარქვეს.
Michelin - ში აღნიშნავენ, რომ ახალი ბორბლები მძღოლებს შესაძლებლობას მისცემენ სარეზერვო საბურავების თან ტარებაზე სამუდამოდ უარი თქმან, რადგან Uptis-ი არ სკდება და სხვა არათანაბარი დაზიანებებისგან არის დაცული. 
Michelin  და GM  Uptis-ის მასიურ წარმოებას 2024 წელს დაიყვებენ.

 









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics