23:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 11:23:13, 332 ნახვა

საზოგადოება
დავით პატარაიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014 წლის ხარჯვითი ნაწილი შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014 წლის ხარჯვითი ნაწილი შეაფასა.

პატარაიას განცხადებით,  გასულ წელს პირველად მოხდა  ფონდის სტრუქტურიზება და პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროექტები ფინანსდება.  საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული გახდა ის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოს დემოკრატიული ფასეულობებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებას და სოციალური ფონის გასაუმჯობესებლადაა მიმართული.

2014 წელს საქართველოს პრეზიდნეტის ფონდის ხარჯვითი ნაწილის საჯაროდ განხილვა მიზნად ისახავს ადმინისტრაციის საქმიანობის საჯაროობის და გამჭირვალობის გაზრდას.

წლიური ანგარიში მედიის წარმომადგენლებს  საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან  გიორგი აბაშიშვილთან ერთად წარუდგინა. ანგარიშის თანახმად ყველაზე მეტი თანხა -  საერთო რაოდენობის 32 პროცენტი (მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი) ბავშვთა და მოხუცთა დაცვის მიმართულებით დაიხარჯა. სასამართლო რეფორმის დასახმარებლად,  თანხის 20 პროცენტი (შვიდას ორმოცი ათასი ლარი) დაიხარჯა,18 პროცენტი (ოთხასორმოცდაათი ათასი ლარი) კი - კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისთვის.

დავით პატარაიამ და გიორგი აბაშიშვილმა  პროექტების მიზნობრიობისა და მათი განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, დეტალურად ისაუბრეს.

როგორც აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი 2015 წელსაც მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების დაფინანსებას გააგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics