10:55 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 14:20:40, 410 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა.
გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად გაიღო. კანონის შესაბამისად, გარდაცვლილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის ოჯახი ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს, მისი ოჯახის წევრებზე მზრუნველობას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
გიორგი ბერუაშვილი მიმდინარე წლის 6 თებერვალს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში გარდაიცვალა. მდგომარეობის სიმძიმის გამო საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.
გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად.
გიორგი ბერუაშვილი 2014 წლის 10 თებერვალს საპატიო ყარაულით დაკრძალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics