12:21 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 22:09:45, 4873 ნახვა

სპეციალური ანონსი
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და მისი პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ“, - ამის შესახებ განცხადებას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

აღნიშნული სამსახურის ცნობით, შეხვედრა დამსაქმებეთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანსაც შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ინსპექტირებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირება წარმოადგენდა.

„განსახილველ საკითხთა შორის იყო განახლებული შრომითი კანონმდებლობის საკითხი, რომელის მიხედვითაც, შრომის ინსპექციას აქვს სრული მანდატი ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვ.

შეხვედრას 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა დაცული იყოს დასაქმებულთა უსაფრთხოება და უფლებები, მეორე მხრივ, კი დამსაქმებლებმა მარტივად შეძლონ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics