03:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 19:49:36, 578 ნახვა

ეკონომიკა
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2015“-ის შესახებ,  რომლის თანახმადაც, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა წინა წელთან შედარებით და 73.0 ქულა შეადგინა. საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის კვლავ 22-ე პოზიციაზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. 2014 წელს, საქართველო 22-ე ადგილს იკავებდა 72.6 ქულით.

2015 წლის შეფასებით, საქართველო, ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის 1 ადგილით დაწინაურდა და მე-11 ადგილს იკავებს. საქართველოს რეიტინგი ინდექსის 10-დან 7 კომპონენტშია გაუმჯობესებული, ხოლო 4 კომპონენტში გაუმჯობესდა როგორც სარეიტინგო ქულა, ასევე პოზიციები.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განაცხადა, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია შემდეგ 7 კომპონენტში: კორუფციისგან თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება.

საქართველოს ქულები (ისევე როგორც რეიტინგი) გაუმჯობესებულია შემდეგ 4 კომპონენტში: კორუფციისგან თავისუფლება, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება და მონეტარული თავისუფლება.

კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მხოლოდ 1 კომპონენტში - შრომის თავისუფლება 11.3 ქულით შემცირდა და მე-5-დან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა (79.9 ქულა).
მიუხედავად იმისა, რომ „ფისკალური თავისუფლების“ კომპონენტში საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.1-ით შემცირდა, სარეიტინგო ადგილი 5 პოზიციით გაუმჯობესდა და 34-ე ადგილი დაიკავა 87.2 ქულით.

Heritage Foundation-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქულები უცვლელი დარჩა, საქართველოს რეიტინგი 2 კომპონენტში - ვაჭრობის თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება - გაუმჯობესდა.
2015 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ვაჭრობის თვისუფლების კომპონენტში, 178 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია და მე-7 ადგილს იკავებს. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს სარეიტინგო ქულა 2.6-ით გაუმჯობესდა, ხოლო ინდექსის 5 კომპონენტში - კორუფციისგან თავისუფლება, სამთავრობო ხარჯების კონტროლი, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება და საინვესტიციო თავისუფლება საქართველოს მდგომარეობა სტაბილურად უმჯობესდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics