|
2020-07-29 12:38:58, 15262 ნახვა
კულტურა
კახა კალაძე: დედაქალაქის მერიამ კულტურის სფეროს ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტი გაზარდა
თბილისის მერია აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროს ხელშეწყობაზე და ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა კულტურის ბიუჯეტი გაზარდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „თბილისის მერიის პროექტების ფარგლებში, განხორციელდა ისეთი ფესტივალი როგორიცაა „არტ-გენი“, სუხიშვილების ახალი პროექტი „არტეფაქტები“, მუსიკალური პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომელიც წყნეთის ტყეში წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, კულტურის ბიუჯეტი იზრდება, რათა ამ სფეროს ყველა მიმართულებას დავეხმაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, მუსიკალური საღამოები დაანონსა. „1 და 2 აგვისტოს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით ორი კონცერტი ჩატარდება. ასევე, გლდანის განახლებულ პარკში, მე-6 მიკრორაიონში, რომელიც გასულ წელს გავხსენით, 1 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. მუსიკალური საღამოები შემდეგ კვირას უკვე „მზიურში“, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ აქტიური კომუნიკაცია გრძელდება ბარებისა და ღამის კლუბების მეპატრონეებთან, რათა მათ უსასყიდლოდ გამოიყენონ თავისუფალი მუნიციპალური სივრცეები დროებითი სარგებლობისთვის, ასევე ელექტრონული სცენის წარმომადგენლებთან სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნითა და ელექტრონული მუსიკის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნებისთვის.
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)