15:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 10:53:53, 895 ნახვა

მსოფლიო
აშშ ევროპის 6 ქვეყანაში სამხედრო ტექნიკას განათავსებს

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის ექვს ქვეყანაში დროებით სამხედრო ტექნიკას განათავსებს.

"დოიჩე ველეს" ცნობით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აშშ-ის მიერ 250-მდე ტანკის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა ტალინში ყოფნისას გააკეთა.

ტექნიკა ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ბულგარეთში და რუმინეთში განთავსდება.

კარტერის თქმით, ეს ნაბიჯი ნატოს დაეხმარება, რეგიონში ნებისმიერი სამხედრო კრიზისის დროს სწრაფად რეაგირებაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის გეგმებმა უკვე გამოიწვია რუსეთის ფედერაციის გაღიზიანება.

პენტაგონის ხელმძღვანელის მიერ ამ ინიციატივის გაჟღერებამდე ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განლაგება ცივი ომის შემდეგ აშშ-ის მხრიდან გადადგმული ყველაზე აგრესიული ნაბიჯი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics