18:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 16:49:37, 366 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი: იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, შოკში ვართ

„იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო შოკში ვართ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 

წულუკიანის განმარტებით, ოპოზიციაში ყოფნისას, იური ვაზაგაშვილი მისი ერთ-ერთი ერთგული მეგობარი და მრჩეველი იყო.

იუსტიციის მინისტრი  პირობას დებს, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივა.

„ეს საზარელი ამბავი ცნობილი გახდა სხდომის მიმდინარეობისას და, პრაქტიკულად, ყველანი შოკში ვართ. იური ოპოზიციაში ყოფნის დროს,  ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარი, მრჩეველი, მედგარი ადამიანი იყო. იმათ, ვინც ეს ჩაიდინეს, შესაბამისი ორგანოები უმკაცრესად მიაგებენ პასუხს. რაც შეეხება ჩემი მხრიდან, ამავე ადამიანებს  მინდა დავპირდე, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე დიახ, მივა ბოლომდე, დიახ, იუსტიციის სახლის წინ  მემორიალი იდგება იქ, სადაც დგას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics