14:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 15:26:55, 947 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში განმეორებითი მიწისძვრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 846 კი, დაშავდა

ბოლო მონაცემებით, ნეპალში განმეორებითი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 846 კი, დაშავდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ ნეპალში, ქალაქ ნამჩე ბაზართან დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია.  მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს იყო. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქ დელიშიც.

შეგახსენებთ, ნეპალში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა, რასაც 8 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 18 000-მდე ადამიანი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics