11:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 11:32:07, 344 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პირნათელი წარსდგება

დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პირნათელი წარსდგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, გუშინდელი პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

„დარწუმენული ვარ, რომ გუშინდელი დღე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გუშინ, 12 საათიანი განხილვის, დებატების შემდეგ, პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა გამოუცხადა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი განხილვა საქართველოს უახლოესი პერიოდის მთავრობაში. მთავრობამ წარმოადგინა ძალიან დეტალური და კომპლექსური მომავლის გეგმა. მთავრობას აქვს გაცნობიერებული, რაც ქვეყანას აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. კონკრეტული გეგმა და დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ წარდგება პირნათელი ქართველ ხალხთან. რაც შეეხება ოპონენტების შეფასებას, რაც არ უნდა მწვავე ფორმით იყოს გამოთქმული, ჩვენს ეს გვესმის. თუ რაიმე რაციონალურია სერიოზულ ყურადღებას დავუთმობთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრთან თაბარ ბერუჩაშვილთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics