|
2015-05-04 15:09:46, 411 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი სრულუფლებიანი მინისტრები არიან
„დღეს, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი სრულუფლებიანი მინისტრები არიან“, - ამის შესახებ პარლამენტის „საპროცედურო საკითხთა კომიტეტის“ თავჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე მთავრობა მოვალეობის შემსრულებლად არ ითვლება და ყველა მინისტრი თავის ფუნქციას ასრულებს. „დღეს, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი სრულუფლებიანი მინისტრები არიან. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ განახორციელონ მინისტრის საქმიანობა. ნდობა არ სჭირდება 2 მინისტრს, ნდობა სჭირდება კოლეგიალურად საქართველოს მთავრობას. ნდობის გამოცხადების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის შემადგენლობა 1/3-ით განახლდა. დღეს, ყველა მინისტრი სრულუფლებიანები არიან, მთავრობა არის არც მოვალეობის შემსრულებელი, ან რაღაც დროებითი მთავრობა. ჩვეულებრივ მთავრობა აგრძელებს თავის საქმიანობას, უბრალოდ დღის წესრიგში დადგა მისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი“, - აღნიშნა კახიანმა.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)