|
2015-05-02 16:07:50, 355 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: პრემიერს ჩვენგან ინიციატივების და რეფორმების მოლოდინი აქვს
„პრემიერ-მონისტრს ჩვენგან ინიციატივების და რეფორმების მოლოდინი აქვს “,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, იგი გარემოს დაცვის სამინისტროში ყოფილ მინისტრთან ერთად ორშაბათს მივა და თანამშრომლებს გაეცნობა. „ცოტა ხანში ვაპირებ შევხვდე ყოფილ მინისტრს ელგუჯა ხოკრიშვილს ,ორშაბათს მასთან ერთად მივალ სამინისტროში გავეცნობი კოლექტივს და დავიწყებ ყოველდღიურ მუშაობას. დიახ, 24 შვიდზე რეჟიმში,. პრემიერს ჩვენგან ინიციატივების, რეფორმების მოლოდინი აქვს და რაღაც კონკრეტული კონტურები, მინიშნებები ჩვენ უკვე გვაქვს, თუმცა ვგმეგმავ, რომ ამის თაობაზე როცა ეს იდეები დაიხვეწება ფართო საზოგადოებას სხვა ფორმატში ვამცნო“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. აგულაშვილის ინფორმაციით, პრემიერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდება. მისივე თქმით, იგი ქალაქში არ იმყოფებოდა და მალე დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)