17:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 15:14:39, 512 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი მივიდა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი პრემიერთან ახალ ამპლუაში პირველ შეხვედრას გამართავს.

მისივე თქმით, იგი ღარიბაშვილთან შეხვედრამდე თავდაცვის უკვე ყოფილ მინიტრს მინდია ჯანლეიძეს შეხვდა და მასთან მიმდინარე საკითხები განიხილა.

„ახლა ვესაუბრე მინდია ჯანელიძეს. მთელი  დილა ჩვენ ერთად ვიყავით და შესაბამისად მეტნაკლებად პირველი სურათი ყოფილი მინისტრისგან და ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელისგან მე უკვე მაქვს. მოვედი პრემიერთან საუსაუბროდ ყველა იმ თემაზე, რაც  დღეიდან და გუშინდელიდან სამინისტროში უკვე ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს კონკრეტულ თემებზე და ბუნებრივია, პრემიერთან ერთად უნდა გავიარო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები, რომ დილიდან გავივლიდი ბატონ  მინდიასთან სასწრაფო საკითხებს, დაგეგმილ ვიზტებს და ასე შემდეგ. ხოლო ამის შეემდეგ როგორც კი დავასრულებდი მოვიდოდი პრემიერთან. ახლა ველაპარაკე ირაკლი ღარიბაშვილს და მითხრა, რომ გიგლა აგულაშვილიც აქ არის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე აპირებს თუ არა პრემიერი ღარიბაშვილი პრეეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ რომელიმე მინისტრის შეცვლას, ხიდაშელის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics