14:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 09:39:47, 344 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?!

„რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?!“ - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „იმედის“ ეთერში გადაცემა "რეაქციაში" ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას - მისი შეფასებით, ლარის დღევანდელი მდგომარეობა, რომელმაც უამრავი ადამიანისთვის ცხოვრება გააძვირა, მოსახლეობისთვის შოკია თუ "შოკუნია".

მარგველაშვილის შეფასებით, გარე ეკონომიკური ფაქტორები, რომლებმაც ლარის კურსის დევალვაციაზე გავლენა მოახდინეს, მოსალოდნელი იყო.

"ეს არის სერიოზული სირთულე. ბუნებრივია, სირთულის დიდი ნაწილი გარე ფაქტორებითაა შექმნილი, იმ ეკონომიკური ვითარებიდან, რაც ჩვენს გარშემოა. თუმცა ჩვენ რამდენად ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოსალოდნელი იყო და დოლარის გამყარება მოსალოდნელი იყო, ეს არ არის ფორსმაჟორული ეკონომიკური პროცესი. რუსეთში, უკრაინაში არსებული ეკონომიკური   პრობლემები, რაც აისახებოდა ჩვენს რეგიონზე მოსალოდნელი იყო. რამდენად ვიყავით მზად, რამდენად გვქონდა ინფორმაცია, რამდენად მოემზადა ეკონომიკა და ახლა რამდენად არსებობს ეფექტური ნაბიჯები, ენერგიული ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია და ვალუტა შემოვიდეს. ამასთან დაკავშირებით მე ნათლად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია პარლამენტში და ნათლად ვთქვი, რომ ლარის დასტაბილურებისათვის ბევრი რამაა გასაკეთებელი და ენერგიულად ჩართულობა ძალიან საჭიროა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics