11:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 18:51:13, 909 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: თუ ბავშვებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება

ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი სამხედროების მიერ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამოეხმაურა.

ოლანდის განცხადებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი მკაცრი იქნება.

"თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, სასჯელიც შესაბამისი იქნება, ძალიან მკაცრი. თუ სამხედროები ცუდად იქცეოდნენ, ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები გაეროს ანგარიშშია აღწერილი. გავრცელებული ცნობით, ძალადობა 10 ბიჭზე განხორციელდა, რომელთა ასაკი 8-დან 15 წლამდეა. ანგარიშში საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics