12:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 13:47:14, 339 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ნოდარ ჯავახიშვილმა შევარდნაძის დროს ვალუტის კურსი დაიჭირა

ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ნორმალურ სამუშაო პროცესად მიჩნევს.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირგვლივ ჭორების გარდა არაფერი ისმის.

მან ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნოდარ ჯავახიშვილი თავისი პრინციპულობით გამორჩეული მინისტრია.

„ეს პროცესი პროცესებმა განაპირობეს. ნორმალური, ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ძალიან კარგი განცხადებები გააკეთეს, კითხვები არ ისმის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი ამას სხვა კუთხით განიხილავს.  დავით შავლიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის პრობლემაა აქვს, სად არის კითხვა?– არ ვიცი. როდესაც პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ 107%–ით  შეასრულა გეგმა,  წარმატებული მინისტრი იყო... გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, ხელთ არაფერი გვაქვს. თუ რეალური ინფორმაცია გაქვთ რაიმე, დარეკეთ “GDS”–ში.  მე პირადად გავუძღვები ყველანაირ კითხვებს, ჩავყვები ბოლომდე. ჭორების მეტი ამ სამინისტროს ირგვლივ არაფერი არ ისმის. ნოდარ  ჯავახიშვილი მთელი გუნდიდან გამორჩეულია. ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს ლამის ერთადერთი კაცი იყო, ვინც იბრძოდა და  ვალუტის კურსიც დაიჭირა.  საერთოდ პრინციპულობით გამოირჩეოდა, თუ კი რამე იქ მოხდა, ამითაც გაქვთ საფუძველი დაელოდოთ ჯავახიშვილის მუშაობას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics