|
2015-04-29 15:01:33, 282 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა იმ წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე მოვლენები და რეგიონში არსებული ვითარება, იმსჯელეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის მნიშვნელობაზე. გერმანიის კანცლერმა პრემიერთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალაში რჩება და თარიღი დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი. ანგელა მერკელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)