15:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 17:34:18, 896 ნახვა

სხვადასხვა
ევროკავშირის პროგრამა „DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით, საბჭოს  აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის,ეროვნულ სიტუაციურ ოთახში  20 ივნისს „DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება“ გაიხსნა.

 ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ პროგრამა  DIPECHO-ს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

 ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

 საქართველოში  ევროკავშირის  დელეგაციის წარმომადგენლის  კაიდო სირელის განცხადებით 

,, შეხვედრა ემსახურება სამხრეთ კავკასიაში კატასტროფის რისკის შემცირებას.

DIPECHO წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დახმარებას ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავებაში.’’

როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს  კოორდინაციით შემუშავდა კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია სამოქმედო გეგმით, თავისი ბიუჯეტით და დღეს სახელმწიფოს ეს დოკუმენტი  უკვე გააჩნია.

 ამიტომ,ძალიან მნიშვნელოვანი არის მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან , რისი კიდევ ერთი დასტურიც გახლავთ  დღევანდელი დღე’’­_ განაცხადა   სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა.

მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, ECHO-ს სათაო ოფისი ყოველწლიურად ატარებს ე.წ. „გაწეული საქმიანობის შეჯამების ღონისძიებას“ (DIPECHO Lessons Learned exercise), რომელიც წელს   პირველად  ევროკომისიის პრაქტიკაში,  საქართველოში გაიმართა.

ღონისძიება 20 ივნისს გაიხსნა და 21 ივნისს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics