19:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 09:41:12, 320 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის ღირებულია

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ფარულ ფლირტს“ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ პარტია ქვეყნისთვის ღირებულია. 

ამის შესახებ მან „ნანუკას შოუში“ განაცხადა. 

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მოქმედ ხელისუფლებაში უამრავი ადამიანია ვისაც პატივს სცემს. 

„ისინი სერიოზულ საქმეებს აკეთებდნენ, კარგი საჯარო მოხელეები არიან.  გუშინწინ კონფერენციაზე ერთ–ერთ „ნაციონალის“ ლიდერს შევხვდი და ვუთხარი, რომ თქვენ უკვე იმითაც კი ღირებული ხართ, რამდენი შეცდომა დაუშვით, წახვედით ოპოზიციაში, ახლა შანსი გაქვთ შეცდომები გაანალიზოთ.  ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებული იქნება და ფუფუნება არ გვაქვს ჩვენ, რომ ერთმანეთი მივფანტოთ“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

ალასანიას შეფასებით, საქართველოში არც ერთი პარტია არ არსებობს და მომავალშიც არ იარსებებს, რომელსაც ქვეყნის სირთულიდან გამოყვანის შესაძლებლობა ექნება. 

„ვინც „ქართულ ოცნებაში“ პროფესიონალია, დღეს ვინც მთავრობაში საქმეს აკეთებს, ყველამ ერთმანეთი გვერდში უნდა დავიყენოთ.  ამ გადმოსახედიდან მე მართლაც მაქვს ასეთი დამოკიდებულება–არაპარტიკულარული. მაგრამ რეალობა ასეთია, ჩვენ ერთად მოგვიწევს სიღრმიდან , კრიზისად ქვეყნის გამოყვანა“, – განაცხადა ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics