22:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 14:23:48, 354 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კაბელების საქმეზე დაკავებულთა საკითხი დანიის, პოლონეთის და შვედეთის მინისტრებთან შეხვედრაზე დასვეს

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა საკითხი დანიის, პოლონეთის და შვედეთის მინისტრებთან შეხვედრაზე დასვეს.
ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“   წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით,  საუბარი ასევე შეეხო  მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს რეფორმირებას.
"მიუხედავად დროის სიმცირისა, გვქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი, რომლის დროსაც, პირველ რიგში, დავაყენეთ საკითხი, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების უკანონო პატიმრობას. ასევე, ვისაუბრეთ მთავარი პროკურატურის ოფისის, მთავარი პრპოკურორის ოფისის,  შს სამინისტროსა და სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ჩვენს ქვეყანაში მზარდი რუსული პროპაგანდის  და აგიტაციური საქმინობის შედეგად.    საარჩევნო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზეც და იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მზარდ რუსულ პროპაგანდას, აგიტაციურ საქმიანობას. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ საფრთხეებს, რომელსაც ძირითადად წარმოქმნის და გენერირებს ჩვენი მთავარი აგრესორი რუსეთის ფედერაცია“,-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამასთთან,  სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მათ მინისტრებთან იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნით და გარეთ აქვს.

„ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩვენი ხედვა იმ მთავარი  გამოწვევების, რომელიც აქვს საქართველოს  გარედან ანუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ჩვენი აგრესორისგან. საქართველოს შიგნით ჩვენი მთავრობის  პოლიტიკის  შედეგად ეს ორი პრობლემა  ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის კომბინაციაში ერთად ჩვენი ქვეყნის  მომავალს და მათ შორის რა თქმა უნდა  ის ეროზია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ  პროდასავლური  კურსის მიმართულებით ისე რეალურ დამძიმებას ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანის  უფლებათა მიმართულების და პოლიტრიკური დევნის“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics