01:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 18:42:03, 341 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება, მგონი ესეც „ნაცებმა“ ააგორეს

"როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება? მგონი ესეც ნაცებმა ააგორეს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ამნისტიის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ აგორებულია.
"ამნისტიის თემა "ნაცების" აგორებულია, მათ მიერ დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა და მხოლოდ 6 %-მდე შებრუნდა ციხეში. ეს ასაბუთებს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა უდანაშაულო იყო. როგორც ვიცი ამ ადამიანს არ შეხებია ბოლომდე ამინისტია გაუნახევრდა თუ რაღაც ასეთი. ამნისტიას თავს ესხმიან და ამას ჟურნალისტები ნუ აყვებით. ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში? როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება იმის გამო, რომ რაღაც დანაშაული მოხდა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ივანიშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა დაჭრილს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვსარგებლობ  შემთხვევით და ვუსამძიმრებ პოლიციელის ოჯახს, მეორე პოლიციელს კი გადარჩენას და კარგად ყოფნას ვუსურვებ", - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics