06:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 17:20:11, 337 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძეს საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა არასწორად მიაჩნია

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს  საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არასწორად მიაჩნია. 

ამის შესახებ მან თვდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ანგარიშით წარსდგა. 

„მე არ მიმაჩნია სწორად, ამ საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნა“, - აღნიშნა ჯანელიძემ. 
ამ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჯანელიძეს შეახსენა, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება დეპუტატების კომპეტენციაა და არა მინისტრის. 

ჯანელიძემ კი სესიაშვილს უპასუხა, რომ მან საკუთარი პოზიცია დეპუტატების ინტერესიდან გამომდინარე გამოთქვა. 

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საჰაერო უსაფრთხოების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნაა. 

შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტს მიმართა, რომ საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშრებით ხელშკერულებაზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და განიხილონ, რატომ არ მოხდა საფრანგეთში აღნიშნულ ხელშკერულებაზე ხელმოწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics