23:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 12:12:09, 368 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თვითმმარველობის არჩევნებში კოალიციის საარჩევნო სიის 1 ნომრად სახელდებოდა

ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე,  რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ კოალიციის ერთ - ერთ შეკრებაზე წარდგენილ საარჩევნო სიაში  პირველი ნომერი თავად, ხოლო მე-7 ნომერი გია უდესიანი იყო.

როგორც შიხიაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო სიის  ნომერთან დაკავშირებით, მის მიმართ  გავრცელებული ინფორმაციები ფანტაზიის ნაყოფია.

"არ ვყოფილვარ და ყველა ის ინფორმაცია, რაც ამის შესახებ იყო ნათქვამი არის ტყუილი. უდესიანის შესახებ ნათქვამიც  დიდი ტყუილია, არც ყოფილა ამაზე მმართველ გუნდში კონსულტაციები არასდროს,  არც ერთხელ.მე ძალიან მაოცებს ადამიანების ფანტაზიის უნარი.როცა ამას ფანტაზიაც აღარ ქვია სამწუხაროდ",-განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

ცნობისთვის, გაზეთ ,, ქრონიკა +“ რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ კოალიციის ერთ - ერთ შეკრებაზე ზვიად ჯანყარაშვილმა საარჩევნო სია წარადგინა, რომელშიდაც პირველი ნომერი ირაკლი შიხიაშვილი იყო. ხოლო მეშვიდე ნომერი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გია უდესიანი. კილაძის ინფორმაციით,  შიხიაშვილისა და უდესიანის სიაში მოხვედრა კალაძემ შუშის სასახლეში ივანიშვილთან გააპროტესტა და მხოლოდ ამის შემდეგ აღარ მოხვდნენ ისინი საარჩენო სიაში. კილაძის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ჯანყარაშვილმა განაცხადა, რომ სია ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics