17:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 12:31:31, 401 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტია 100 000 ლარი გახდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიების სამხედრო მოსამსახურესთან გათანაბრებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ოფისში ბრიფინგი პავლე კუბლაშვილმა გამართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიამ 100 000 ლარი უნდა შეადგინოს.

„კრიმინალის წინააღმდეგ არის ისეთივე ბრძოლა ქართული სახელმწიფოსთვის, როგორც არის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტია უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულთა შემთხვევაში. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გავათანაბროთ ეს სოციალური დაცვის გარანტია და გახდეს ის 100 ათასი ლარი“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics