23:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 10:04:52, 338 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ნინო გვენეტაძე დაესწრება

პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაეწსრებიან. 

რაც შეეხებათ მთავრობის წევრებს, როგორც პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა გუშინ ბიუროზე განაცხადა, პარლამენტი მათ სხდომაზე დასწრებას ვერ დაავალდებულებს. 

„სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი მათ ვერ დაავალდებულებს“, – აღნიშნა ძიძიგურმა. 

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 13:00 საათზე დაიწყება. ის დებატების ფორმატში არ გაიმართება. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ფრაქციების თავჯდომარეები პრეზიდენტის ანგარიშთან დაკავშრებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთვქამენ. თითოეულ მათგანს 15 წუთი დაეთმობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics