21:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 12:42:34, 351 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ალასანიაზე: ასეთი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებებს "უზნეო საქმეს" უწოდებს.

ამის შესახებ პრემიერმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე ალასანიას იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში ვიზიტისას ალასანიას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.

„რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება, არის საკმაოდ უზნეო საქმე. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების გაკეთებას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics