|
2016-12-22 10:31:39, 2227 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ განათლების სამინისტროს 1980 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა
თურქეთის ხელისუფლებამ განათლების სამინისტრის 1980 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავსუფლა, - ამის შესახებ გამოცემა Milliyet-ი იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, სამსახურიდან გათავისუფლებულები აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. მედიის ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა შორის არიან როგორც სამინისტროს თანამშრომლები, ისე სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები. ცნობისთვის, 15 ივლისის არშემდგარი ამბოხის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილ და უფლებამოსილებაშეჩერებულ პირთა საერთო რაოდნეობა 110 ათასს აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ თურქეთში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს 37 ათას ადამიანს, მათ შორის ოპოზიციური გამოცემების ჟურნალისტებს და პროქურთული ოპოზიციური “სახალხო დემოკრატიული პარტიის” ლიდერებს. ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად ფეთჰულა გიულენი ბრალდებას უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)