18:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 17:05:12, 2348 ნახვა

მსოფლიო
ანკარაში მოკლულ ელჩს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა

თურქეთში მოკლულ რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე გამოჩენილი სიმტკიცე და მამაცობისთვის და რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კურსის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანდრეი კარლოვს გმირის წოდება მიენიჭება". 

შესაბამის განკარგულებას, ხელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. 

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!"  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics