07:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 13:42:43, 3192 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სტადიონთან განხროციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 36 სამართალდამცველია, 8 კი მშვიდობიანი მოსახლე.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო. მისივე თქმით, უკვე დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი.

სულეიმან სოულის ინფორმაციით, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან ავტომობილში ჩადებული ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.

ცოტა ხნის შემდეგ,  სტადიონიდან რამდენიმე  მილის დაშორებით,  Macka Park-ის ტერიტორიაზე, მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ექსტრემისტების თავდასხმა პოლიციელებზე  დაგმო. მ

ომხდარზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანთნა მუშათა პარტიის" ფილიალმა, "ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics