01:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 15:36:19, 485 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა

„მჯერა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა როგორც ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა. 

მან დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ აქცევს. 

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს წარმატებული თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის.თქვენი თანადგომა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მეგობრობისა და ნდობის დასტურია, არამედ გვაძლევს იმის იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მსოფლიოს აქცევს უფრო უკეთესად და უფრო უსაფრთხოდ. მჯერა,  რომდადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა როგორც ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics