21:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 14:19:14, 484 ნახვა

პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე: მე რომ ვიყო მთავრობის წევრი, 31 მარტს პარლამენტში სხდომას დავესწრებოდი

„მე რომ მთავრობის წევრი ვიყო, 31 მარტს პარლამენტში სხდომას დავესწრებოდი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს 31 მარტს პარლამენტში დაგეგმილ სხდომაზე მთავრობის წევრების დასწრების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს. 

მან მაგალითად მოიყვანა აშშ–ს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა, რომელსაც მთვრობის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები მუდმივად ესწრებიან. 

„როცა ხდება აშშ–ს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ მოვლენას ესწრებიან მთავრობის წევრები, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.  ჩემი პირადი მოსაზრებაა, პრეზიდენტის სტატუსიდან,  სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე რომ ვიყო მთავრობის წევრი, სხდომას რა თქმა უნდა დავესწრებოდი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის მსგავსი მოსაზრება აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, თამარ კორძაიას. 
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მთვრობის წევრები უნდა დაესწრონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics