23:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 12:28:38, 389 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს 31 მარტთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს, 31 მარტის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარსდგეს, ოფიციალური წერილით მიმართა. 

პრეზიდეტის ადმინისტრაციის ძირითადი მოთხოვნაა, 31 მარტს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და იმ ინსტიტუტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც ტრადიციულად, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. 

აღნიშნული მოთხოვნა გუშინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემაც გააჟღერა. 

„ამ მოხსენების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დაესწროს აღმასრულებელი და სასამართო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის  და იმ ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. ეს განპირობებულია თავად მოხსენების მნიშვნელობით, ასევე ინსტიტუციური თანამშრომლობისა და ხელისუფლების ერთიანობის ფუძემდებლური პრინციპებით. ჩვენ გვინდა,  ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რათა მათ უზრუნველყონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების , ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სხვა ინსტირუტიციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსნებაზე დასასწრებად“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

კვერენჩხილაძის  განცხადებას გუშნვე  პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა,პარლამენტმა მთავრობას პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება რომ დაავალოს, ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics