17:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 13:55:32, 361 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

უზენაესი  სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

კერძოდ,  გვენეტაძის თქმით, ხარვეზია განხილვის ვადების  დიდი რაოდენობა, გაჭიანურებული სასამართლო განსახილველი ვადები, ასევე პრობლემებია სპაციალიზაციასთან დაკავშირებით და ა.შ.

გვენეტაძის შეფასებით, სასამართლომ  ღია კარის პოლიტიკით უნდა იმუშაოს.

„ხარვეზები არის განსახილველ საქმეთა დიდი რაოდენობა, გაჭიანურებული სასამართლოს განხილვის ვადები, გარკვეული პრობლემებია სპეციალიზაციასთან დაკავშირებით და სხვა უამრავი პრობლემა. განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში, ეს არის დისციპლინური სამართლწარმოების გააქტიურებზე სამომავლო ზრუნვა ყველა იმ განცხადებაზე და საჩივარზე დროული და დასაბუთებული პასუხი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ. მიმაჩნია, რომ დღეიდან ყოველ შემთხვევაში, სასამართლომ ღია კარის პოლიტიკით უნდა იმუშაოს ანუ მედიისთვის ჩვენი კარი ყოველთვის იქნება ღია, ბუნებრივია გონიერების ფარგლებში მოგემსახურებით მეც და მოგემსახურებათ სასამართლოს მთელი შემადგენლობა იმიტომ, რომ თქვენ ხართ საზოგადოებასა და სასამართლოს შორის შუამავალი, თქვენი კეთილსინდისიერი  დამოკიდებულება ჩვენი საქმიანობის მიმართ იქნება საწინდარი მოსახლეობის ნდობის ასამაღლებლად“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics