17:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 12:11:16, 2130 ნახვა

მსოფლიო
ხარკოვში მასწავლებელი დააკავებს, რომელიც 13 წლის გოგონას გაყიდვას ცდილობდა

ხარკოვის ოლქში სამართალდამცველებმა სკოლის მასწავლებელი დააკავეს, რომელიც 13 წლის გოგონას გაყიდვას ცდილობდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გოგონა სპეცინტერნატში ცხოვრობდა, რომელიც ძნელად აღსაზრდელი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

აღნიშნული ინფორმაცია, თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა და 52 წლის მასწავლებლის და გოგონას ფოტოები ატვირთა.

სპეცოპერაცია 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ავაკოვის თქმით, ბავშვის "მყიდველმა" მიახვედრა მასწავლებელს, რომ გოგონას ყიდვა ორგანოების შემდგომი ამოღებისა და გაყიდვის მიზნით ხდება.

"მყიდველი" ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებოდა და მასწავლებელს გოგონას ფოტოსა და ჯანმრთელობის ცნობაში 40 დოლარი გადაუხადა.

მედიის ცნობით, მასწავლებელი გალინა კოვალენკო უკრაინულს, რუსულს და ლიტერატურას ასწავლიდა სკოლაში და მას 20 წელზე მეტი სტაჟი აქვს.

რუსული მედიის ინფორმაციით, კოვალენკომ მეუღლესთან საუბარში აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა და მას ყველაფერი მოუწყეს.

შინაგან საქემთა მინისტრის განცხადებით, კოვალენკო 1 წლის განმავლობაში აწყობდა გოგონას გაყიდვის გეგმას. მისივე თქმით, გალინა კოვალენკო თვითონ ეძებდა მყიდველებს.

როგორც ავაკოვმა აღნიშნა, ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც მან არასრულწლოვანი ინტერნატის ტერიტორიიდან გამოიყვანა, შეხვდა "მყიდველს" და ფული გამოართვა.

BBC-ის ცნობით, თუ კოვალენკოს ბრალი დაუმტკიცდა მას 12 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics