|
2016-11-21 14:56:58, 1968 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: დონალდ ტრამპი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვთან ურთიერთობები გააუმჯობესოს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ახალადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვთან ურთიერთობები გააუმჯობესოს. ამის შესახებ პუტინმა ლიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისი თქმით, ტრამპთან შეხვედრის თარიღი ჯერ არ განხილულა, თუმცა მისივე თქმით, რუსეთიც იფიქრებს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. “მე ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, იგივეს ვიზამ”, - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო რიტორიკასა და რეალურ პოლიტიკას შორის ყოველთვის დიდი სხვაობაა. “აშშ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა და იმაზე, თუ როგორ განვითარდება ის, რამდენად წარმატებით გადაწყვეტს ის მის წინაშე არსებულ პრობლემებს, მათ შორის სახელმწიფო ვალის პრობლემას, დამოკიდებული იქნება მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღის დონე”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)