16:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 14:05:49, 2164 ნახვა

მსოფლიო
ერაყში ქორწილის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - გარდაცვლილია 40 ადამიანი

ერაყში ქორწილის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი გარდაიცვალა, 60-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.

მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ ფელუჯადან 30 კილომეტრში მდებარე დასახლებაში მოხდა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან 2016 წლის ზაფხულში გაათავსუფლეს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ მანქანაში თავი აიფეთქა. აღსანიშნავია, რომ აფეთქება სამართალდამცველის ქორწილში მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

ცნობისთვის, სამი დღის წინ ფალუჯაში ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა  სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics