|
2016-11-18 13:46:42, 1974 ნახვა
მსოფლიო
მოზამბიკაში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 73 ადამიანი გარდაიცვალა, 110 კი, დაშავდა
მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 73 ადამიანი გარდაიცვალა, 110 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სავსე ბენზინმზიდი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადატრიალდა. BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ბენზინმზიდის ავზიდან საწვავის ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ცნობისთვის, მოზამბიკი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. 24 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. 1992 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მოზამბიკში მწვავე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო პერიდოში ნაციონალური ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო, მთავრობამ საწვავის ფასი გაზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)